საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი წარმოადგენს დამოუკიდებელ არასამთავრობო კვლევით ორგანიზაციას,რომლის მიზანია საქართველოში საზოგადოებრივი პოლიტიკის თანამედროვე კონცეფციებისა და პრაქტიკის დანერგვა.

ინსტიტუტი დაარსდა 2002 წელს,მწვავე სოციალური და პოლიტიკური პროცესებისა და პრობლემების შესწავლის,საჯარო დისკუსიის ინიცირების,შესაბამისი რეკომენდაციების და ინიციატივების შესამუშავებლად,დემოკრატიის მშენებლობისა და კარგი მმართველობის იდეების გასავრცელებლად.

ინსტიტუტი არის პოლიტიკური ინსტიტუტების ასოციაციის PASOS –ის ერთერთი დამფუძნებელი.2010 წელს გლობალური “ GO-TO THINK TANKS“–ის მიერ ინსტიტუტი დასახელებულ იქნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის კვლევის 25 საუკეთესო ინსტიტუტს შორის.