"სამოქალაქო ჩართულობის დეტერმინანტები და შედეგები" თბილისი 2013. კვლევა ჩატარდა პროგრამის  - "კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელი" მხარდაჭერით.


„სამოქალაქო მონაწილეობა  ცვალებად საზოგადოებაში: მოტივაციური ძალები,სოციალური კაპიტალი და ნდობა“ (2010–2012). პროექტი მხარდაჭერილია შვეიცარიის სამეცნიერო ქსელის ასოციაციის (ASCN) მიერ. იგი მიზნად ისახავს ე.წ. ინსტრუმენტული და ექსპრესიული ნებაყოფლობითი ორგანიზაციების წევრების ნდობის დონის,კონტროლის და კუთვნილების მოტივაციის ოდენობის დადგენას. შედეგი: ანგარიში, რომელიც 2012 წლის დეკემბერში გამოქვეყნდება.


 „ახალგაზრდობის მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში“ (2010) პროექტი მხარდაჭერილი იყო „ფონდი ღია საზოგადოება–საქართველოს“ მიერ და მიზნად ისახავდა ახალგაზრდობის საზოგადოებრივ  ცხოვრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლას და მათი ჩართულობის გაზრდის ეფექტური გზების დაგეგმვას. პროექტის ფარგლებში ასევე შედგენილ იქნა ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ცნობარი. შედეგი: სუმბაძე, ნ. და მაისურაძე, მ. ახალგაზრდობის მონაწილეობა დემოკრატიის პროცესში: კვლევის შედეგები და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ცნობარი. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი.თბილისი.2010


 „მოსახლეობის მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში.“ (2002–2003). საერთაშორისო ორგანიზაცია IDEA-ს მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის  მონაწილეობასთან დაკავშირებული  მდგომარეობის, მონაწილეობის ბარიერების და მათი დაძლევის გზების დადგენა.შედეგი:სუმბაძე, ნ.მოქალაქეთა მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. წიგნში: დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში No 7. საერთაშორისო IDEA სტოკჰოლმი.გვ.29–35. (ასევე ინგლისურად)


 “თემის წვლილი საქართველოს სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამაში“(2002). კოალიციური პროექტი, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)–ის მიერ იყო მხარდაჭერილი და მიზნად ისახავდა მოსახლეობის მონაწილეობის გაზრდას რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებისა და მათთან დისკუსიების გამართვის მეშვეობით. შედეგი: თემის უკუკავშირი, რომელიც წარედგინა საქართველოს მთავრობას.


 „ვალეს საკრებულოს მუშაობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდაჭერა“ (2002). პროექტი მხარდაჭერილი იყო DFID–ის მიერ და მიზნად ისახავდა ვალეს საკრებულოს როლის გაძლიერებას და მის მუშაობაში მოქალაქეთა, განსაკუთრებით ექიმებისა და მასწავლებლების აქტიურ ჩართვას. შედეგი: საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრები, ტელეფილმი ვალეს საკრებულოს შესახებ, საინფორმაციო ბროშურა, პლაკატი. ადგილობრივი თვითმმართველობა ვალეში:მოქალაქის წიგნაკი. მესხეთის სოციალური განვითარების ცენტრი და საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი. თბილისი.2003


 „არასამთავრობო სექტორი საქართველოში“. (2008). ევროკომისიის მიერ დაფინანსებული კვლევა განხორციელებულ იყო IBF International Consulting(ბელგია) მიერ და მიზნად ისახავდა საქართველოს სამოქალაქო სექტორის ზოგადი სურათის აღწერას, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებას, რეკომენდაციების შემუშავებას. შედეგი: Mincheva L. with Experts of IPS. A Mapping Study of NSA Sector in Georgia.2008.


„ცნობარი: თბილისში საჯარო პოლიტიკის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები“ (2006). კონსულტირებისა და თრენინგის ცენტრთან (CTC) ერთად გამოცემული წიგნი აღწერს საჯარო პოლიტიკის ანალიზის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების სტრუქტურასა და ძირითად აქტიობებს. შედეგი: ცნობარი: თბილისში საჯარო პოლიტიკის  სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. შედგენილი ნ.სუმბაძის მიერ. საზოგადოებრივი პოლიტილის ინსტიტუტი და კონსულტირებისა და თრენინგების ცენტრი. თბილისი. 2006.