„მოხუცებულობა ადგილნაცვლობაში: საქართველოს რესპუბლიკაში ხანდაზმულ ადგილნა ცვალ პირთა ჯანმრთელობის სტატუსის დადგენა“ (2010–2011).ეთნიკური კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალ ხანდაზმულთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დადგენა, ადგილნაცვლობის ხანგრძლიობისა და საცხოვრებლის ტიპის (კოლექტიური ცენტრი და კერძო სახლი) ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შესწავლა. პროექტი განხორციელდა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან ერთად აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით. შედეგი: საერთაშორისო კონფერენცია, 18 ივლისი, თბილისი. Robinson,C.,Singh N.,Perrin  P.C.,Sumbadze,N.,Bass,J.,Rebok

 

„იძულებითი მიგრანტები კონფლიქტის შემდგომ სიტუაციაში: სოციალური ბადეები და სასიცოცხლო სტრატეგიები“ (2006–2010). აფხაზეთიდან და ოსეთიდან ადგილნაცვალ პირთა სოციალური ბადეების და სასიცოცხლო სტრატეგიების ცვლილების შესწავლა 3 წლის მანძილზე.კოლექტიურ ცენტრებსა და კერძო სახლებში მცხოვრები იგპ–თა და ადგილობრივი მოსახლეობის შედარება. პროექტი განხორციელებულია არიზონას უნივერსიტეტსა და რათგერსის უნივერსიტეტთან ერთად, დაფინანსებულია აშშ ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.შედეგი: საერთაშორისო კონფერენცია „ადგილნაცვლობა: ცვლილებების  შესაძლებლობები.15–16მარტი, თბილისი. ვებგვერდი: www.georgia.idp.arizona.edu. სუმბაძე,ნ.აგვისტოს ომი: მოსახლეობის შეფასებები და განწყობები. წიგნში: პიროვნება, კულტურა,საზოგადოება. (2010) გვ.324–342, სუმბაძე,ნ. 2008 წლის აგვისტო მოსახლეობის მეხსიერებაში. თანამედროვე ხელოვნების ცენტრი.თბილისი

 

„საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებულ ქალთა საჭიროებათა კვლევა“.(2008).კვლევა ჩატარდა უშუალოდ ომის შემდეგ და მიზნად ისახავდა ადგილნაცვალ პირთა საჭიროებების დადგენას და დევნილობის პროცესის აღწერას.პროექტი მხარდაჭერილი იყო UNIFEM–ის მიერ.შედეგი:პუბლიკაცია წარდგენილია დონორთა კონფერენციაზე.“საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებულ ქალთა საჭიროებათა კვლევა“.საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი.თბილისი.2008.(ასევე ინგლისურად).www.unifemcis.org

 

“წარსულის ხატების შერიგება:სატელევიზიო ფილმები სამხრეთ საქართველოს (მესხეთი) ტრაღიკულ ისტორიაზე.“(2005). ევროსაბჭოს მიერ მხარდაჭერილი ორი სატელევიზიო ფილმის შექმნა მუსლიმ მესხებზე.ფილმები მიზანი იყო ინფორმაციის გავრცელება ორმხრივი უნდობლობის მიზეზებსა  და ისტორიულ რეალობაზე,საქართველოს მოსახლეობაში მუსლიმ მესხების რეპატრიაციის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება,ევროსაბჭოს ღირებულებების დამკვიდრება.შედეგი:2 სატელევიზიო ფილმი  ქართულ და რუსულ ენებზე.ფილმების ჩვენება და დისკუსიები საქართველოსა და აზერბაიჯანში.

 

 „ინტეგრაციასა და განსახლებას შორის:თურქი მესხი“(2004–2005).მონაწილეობა ფოლკსვაგენის მიერ მხარდაჭერილ  და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტში,რომელიც ეხებოდა მუსლიმი მესხების იდენტურობის,მიგრაციული პროცესების, სოციალური ორგანიზაციების,“სახლის“ კონცეფციის კვლევას ყველა იმ ქვეყანაში,სადაც ისინი ცხოვრობენ. შედეგები: Sumbadze,N. (2007)Back Home again:Repatriation and Intedration of Meskhetian Moslems in Georgia.p.288-333.In: T.Trier &A.Khanzhin(Eds.) Meskhetian Turks at Crossroads.Berlin:LIT Verlag,Tarkhan-Mouravi,G.( 2007).Legal Aspects of the Issue of Muslim Meskhetians (Meskhetian Turks) in Georgia.In:T.Trier&Khanzhin(Eds)Meskhetian Turks at Crossroads.Berlin:LIT Verlag,Тархан-Моурави(2007).Грузия-Правовые и политические аспекты репатриации.Турки-Месхетинцы.Санкт-Петербург,Алтейя.Стр.211-238.

 

 «იძულებით გადაადგილებულ პირთა დაუცველობა და ეკონომიკური თვითკმარობა“. (2003)იგპ–თა მდგომარეობის,მათ მიმართ არსებული სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება ეგრეთწოდებული „ახალი მიდგომის“ შემდგომი დახვეწის მიზნით.პროექტი დაფინანსებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.შედეგი:სუმბაძე,ნ. დ თარხან–მოურავი გ.“იძულებით გადაადგილებულ პირთა დაუცველობა და ეკონომიკური თვითკმარობა“გაეროს  განვითარების პროგრამა.თბილისი.2003.(ასევე ინგლისურად). http://www.undp.org.ge/News/EconomicSelfReliance.pdf